დღეს, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მიზანია, დიალოგის ფორმატში მოხდეს 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და ზოგადად, თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთობის ფორმებისა და პერსპექტივების განხილვა.
შეხვედრას დაესწრებიან სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში ცეზარ ჩოჩელი, გუბერნატორის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართება მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) თანაორგანიზატორობით.
CiDA ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თემატურ შეხვედრებს ორგანიზებას უკეთებს პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია G-PAC პროგრამის მიერ. პროექტი "სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი" ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური რესურსებით.