დღეს დილით, 07:25 საათზე რაჭაში 4-ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 7-10 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.
"მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის შკალით 3,5 4 ბალი იყო. სუსტი სიმძლავრის გამო მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოყჰოლია", _ განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" სეისმოლოგიურ სამსახურში.