13 დეკემბერს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში მხატვარ სოფიკო ვარაზის გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 40 ნამუშევარი მხატვარმა გააერთიანა ერთი საერთო სათაურით - "აბრეშუმის გზა", რაც ექსპოზოციის კონცეფციას გამოხატავს - მხატვარი აღმოსავლური და დასავლური მოტივების გაერთიანებას ცდილობს, თითქოს ერთგვარ ხიდს დებს ამ ორი კუოლტურის ესთეტიკას შორის.
სოფიკო ვარაზის პირველი პერსონალური გამოფენა 2003 წელს გაიმართა "ბაია" გალერეაში. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში ლონდონში, კეიპტაუნში, ანტიგუაში, მოსკოვსა და სიდენეიში.
გამოფენა 17 დეკემბრამდე გაგძელდება.