აჭარის მელიტონ კუძიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს 90 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით ბათუმის კულტურის ცენტრში კონცერტი გაიმართა.
ანსამბლმა ძველ ცეკვებთან ერთად ახლად დადგმული "ლაზური" და "განდაგანა" წარმოადგინა. ანსამბლს იუბილე ცნობილმა ქართველმა ქორეოგრაფებმა მიულოცეს.
"უხუცესი ანსამბლია "ერისიონის" შემდეგ. ყოველთვის აკეთებდა ქართულ ტრადიციულ საქმეს და დღესაც ასე გამოიყურება. ჩვენი უხუცესი ძმაა", - აღნიშნა ჯემალ ჭკუასელმა.
კონცერტის შემდეგ ანსამბლის ყოფილი წევრის, "განდაგანას" უბადლო შემსრულებლის, ფატიმა კობალაძის ვარსკვლავი გაიხსნა.