აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გეგმას ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, 31 დეკემბერს იგეგმება გრანდიოზული საახალწლო კონცერტი ხულიო იგლესიასისა და სხვა მუსიკოსების მონაწილეობით. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს სოფო ნიჟარაძე. კონცერტი "ისტერ პრომოუშენის" ორგანიზებით ტარდება.
1-ლი იანვარს ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით საახალწლო კონცერტები გაიმართება ქალაქის სხვადასხვა ადგილას. კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ აჭარაში არსებული საბავშო სტუდიები.
2 იანვარს ევროპის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სახალხო ზეიმი და კულინარიის დღე. მასში ჩართული იქნება რეგიონის მუნიციპალიტეტები, რესტორნები და კაფეები.