მე-12 საერთაშორისო ფესტივალი ალექსანდრე მინდაძის ფილმით დასრულდა. რუსეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა კინოფესტივალზე ფილმი "შაბათ დღეს" წარადგინა, რომელიც ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქებას ეხება.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ფილმმა დახურა თბილისის ფსტივალი. ვფიქრობ, ჩემი ნამუშევარი აქტუალურ თემას ეხება. ჩემს ფილმში ჩერნობილის ტრაგედიაა აღწერილი", - განაცხადა რეჟისორმა.
კინოფესტივალი 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ენახა როგორც ქართული, ასევე უცხოური ფილმები.
კინოფესტივალზე ქართული ფილმების სექციაში საუკეთესო სურათად ნანა ჯანელიძის ფილმი "თეატრი აქ არის" დასახელდა. გამარჯვებული კინოფილმები ბერლინალეს კინოფესტივალზე გაემგზავრება.
ფესტივალის ფარგლებში უცხოეთიდან ჩამოსულმა რეჟისორებმა მასტერკლასები ჩაატარეს.