გალსა და გალის რაიონში აფხაზეთის სეპარატიტულმა ხელისუფლებამ ქართველების მიტოვებული საცხოვრებელი სახლების აღწერის პროცესი დაიწყო. ეს ინფორმაცია სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გალის მიმართულების ოფიციალურმა წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ მიაწოდა.
"სეპარატისრები არჩევნებს უკვე მორჩნენ და მიტოვებული საცხოვრებელი სახლების აღწერის პროცესი დაიწყეს. აღნიშნული პროცესი სოხუმსა და გაგრაში მათ კარგა ხნის წინ ჩაატარეს და ამჟამად გალსა და გალის რაიონს მოადგნენ",_ აცხადებს კილანავა და განმარტავს, რომ გალსა და გალის რაიონში ქართველების მრავალი მიტოვებული სახლი არსებობს, რომლებიც პატრონებმა იქ მყოფ ნათესავებს ან თანასოფლელებს ჩააბარეს.
"საცხოვრებელი სახლების აღსაწერად მისულ ე.წ. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს ისინი წინააღმდეგობა ვერ უწევენ, თავად სეპარატისტები კი განმარტავენ, რომ ყველა დაცარიელებული სახლი აფხაზეთის ე.წ. სახემწიფოს ხელში გადადის და ვის ჩაასახლებას გადაწყვეტს ამ სახლებში აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. სხვას არავის ამ სახლებზე უფლება არ აქვს",_ აცხადებს თორნიკე კილანავა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.