კაია კალასს განუცხადებია, რომ თურმე ქართველ ხალხს უჭერს მხარს, მაგრამ მთავრობის წინააღმდეგია. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ კალასის გზას არ გავყევით, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„დიახ, კალასების, რაისა კომუნისტების და ურსულას გზას ნამდვილად არ გავყვებოდით და მადლობა ღმერთს, რომ ეს სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რადგან ვნახეთ, კალასების გზა რა არის, დაქუცმაცებული ევროკავშირი, დაცემული ეკონომიკა, გაუცხოება შიგნით ევროკავშირში და კონფრონტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის კალასის და ურსულას გზა. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვაძლიერებთ ეროვნულ ღირებულებებს, მართლმადიდებლობას და ვიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩვენ ყოველთვის ავირჩევთ ქართველი ხალხის ინტერესების გზას და ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვა, სუვერენიტეტის და ეკონომიკის განვითარება. რაც შეეხება იმას, რას იტყვიან, კალასები და მისი მიმდევრები, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან მათ ავტორიტეტი არა აქვთ, არც შიგნით. მოუსმინეთ აბა, რა განცხადებებს აკეთებენ თვითონ ევროპარლამენტში ევროპარლამენტარები. კალასი ან ურსულა თავმოყვარეები რომ იყვნენ, თანამდებობას დატოვებდნენ. ისინი არიან „დიფ სთეითიდან“ მართული, რომელთაც დაანგრიეს ევროეკონომიკა და ევროკავშირის ღირებულებები და ინტერესები“, – განაცხადა ზარქუამ.