გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
როგორც გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინ ნასირკემ ნიუ-იორკში ბრიფინგზე განაცხადა, გაეროს ამა თუ იმ ქვეყანაში არჩევნების პროცესზე დაკვირვების მოთხოვნა მხოლოდ ხელისუფლების თხოვნით შეუძლია განიხილოს.
`ამგვარი თხოვნით ხელისუფლებამ უნდა მოგვმართოს. საერთოდ კი გაერო არ აწარმოებს არჩევნებზე დაკვირვებას, მას მხოლოდ ტექნიკური დახმარების გაწევა შეუძლია", _ განაცხადა ბრიფინგზე მარტინ ნასირკემ.
შეგახსენებთ, გაეროს ეგიდით რომ არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით ოპოზიციამ გაეროს შესაბამისი მიმართვა 5 იანვარს გაუგზავნა. მიმართვა საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარება ლეიბორისტული პარტიის ინიციატივაა. ლეიბორისტების ინიციატივას 17 ოპოზიციური პარტია იზიარებს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩარტარებისათვის არ არსებობს სათანადო პოლიტიკური და საარჩევნო გარემო.