ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის ცენტრში პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით ცნობილი ჟურნალისტი ბობი ცანკოვი მოკლეს. მისი თანმხლები ორი პირი სხვადასვა სიმძიმის ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს პირადად აკონტროლებენ ქვეყნის ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ცვეტან ცვეტანოვი და მთავარი პროკურორი ბორის ველჩევი.
ბობი ცანკოვი ცნობილი იყო თავისი სკანდალური პუბლიკაციებით ბულგარეთის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერებზე, მათთან ინტერვიუები მან ქვეყნის რამდენიმე გაზეთში გამოაქვეყნა. მას ეკუთვნის წიგნი ნარკომაფიის ბოსებზე და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების ხელმძღვანელებზე.
ამჟამად იგი გამოსაცემად კიდევ ერთ ახალ წიგნს ამზადებდა. მის საცხოვრებელ სახლთან არაერთხეკლ ააფეთქეს თვინაკეთი ბომბები.