ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ გადაიღო პირველი ფილმი, სახელწოდებით "სისხლისა და თაფლის მხარეში". ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ფილმის პირველი პოსტერი.
ფილმის სცენარიც ჯოლის ეკუთვნის. ყველა როლი ფილმში სერბმა და ბოსნიელმა მსახიობებმა შეასრულეს, ხოლო თავად ვარსკვლავი, როგორც მსახიობი, ფილმში არ მონაწილეობს. ფილმის გადაღებები უნგრეთში, ბოსნიაში და ჰერცოგოვინაში მიმდინარეობდა.
ფილმში მოქმედება 90-იან წლებში მიმდინარეობს, სიუჟეტი აგებულია ბოსნიაში ომის დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე, ბოსნიელ მუსულმანებსა და სერბებს შორის დაწყებული ურთიერთობის ირგვლივ.
ფილმი გადაღებულია ორ ენაზე :ინგლისური და სერბოხორვატული. მაგრამ, იმისთვის რომ ფილმს მეტი დამაჯერებლობა მისცეს ანჯელინა ჯოლიმ გადაწყვიტა, ფილმი გაქირავებაში სერბულ-ხორვატიული სუბტიტრებით გაუშვას.
ცნობილი გახდა, რომ ფილმის პრემიერა 23 დეკემბერს გაიმართება, მხოლოდ ამერიკაში და შეზღუდული გაქირავებით. ფილმის ფართო ეკრანზე გამოსვლა დამოკიდებულია შეზღუდული გაქირავების საკასო შემოსავლებზე.