კინოკომპანია Universal-სტუდია Illumination Entertainment-ის მხარდაჭერით აპირებს ახალი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გადაღებას, რომლის მთავარი გმირი ცნობილი კოდალა ვუდი ვუდპეკერი გახდება. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი იუწყება.
ეს პერსონაჟი კადრში პირველად 1940 წელს გამოჩნდა და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მისი გამორჩეული სიცილი ცნობილი "ბრენდი" გახდა. მრავალი წლის განმავლობაში ვუდის ხმას ლეგენდარული მელ ბლენკი ახმოვანებდა.
იქნება თუ არა ფილმი მთლიანად ანიმაციური, თუ მასში ითამაშებენ "ცოცხალი" მსახიობები, ჯერჯერობით უცნობია.