მახაჩკალაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინპექციის სამმართველოს ბატალიონის ბაზის კართან აფეთქება მოხდა. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა 10-მა კი სხვა და სხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. სამართალდამცავთა განცხადებით, ბაზაზე იერიში ტერორისტმა-თვითმკვლელმა განახორციელა. მათივე ინფორმაციით, ტერორისტმა-თვითმკვლელმა, რომელიც ნივის მარკის ავტომობილს მართავდა, ბაზის კარი ავტომობილით შეანგრია. ავტომობილი ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო სავსე. სავარაუდოდ ტერორისტ-თვითმკვლელს დილის მორგეობის გადაბარებისას ეზოში შეკრებილი სამართალდამცავებამდე მიღწევა სურდა.
სამართალდამცავების განცხადებით, დაღუპულმა მილიციელებმა თავისი სიცოცხლის ფასად კოლეგების სიცოცხლე იხსნეს. მილიციელებმა მათ ახლოს მდებარე ნივა ესროლეს და იგი ტერორისტ-თვითმკვლელთან ერთად ააფეთქეს და თავადაც დაიღუპნენ.
თვითმხილველთა განცხადებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბაზის შესასვლელში მდებარე სამორიგეო ნაწილი მთლიანად დანგრეულია. 10 მილიციელის გარდა, აფეთქების შედეგად ასევე დაიჭრა ერთი ქალი და ერთი მამაკაცი.
ამას გარდა, როგორც ცნობილი ხდება ამავე დილით, უცნობმა პირებმა დაღესტნის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს. ერთი ხელყუმბარა აფეთქდა, თუმცა არავინ დაშავებულა.