დღეს, 11 დეკემბერს, 14.00 საათზე, სოფ. არაგვისპირში არასამეწარმეო კავშირი "ჩვენი ფშავი"-ს ინიციატივით, ასევე, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, გაიმართება დამბალი ხაჭოს გამოფენა სახელწოდებით _ "მადლი ფშაური მიწისა", რომელიც მიზნად ისახვს რეგიონის აგროტურისტული ინფრასტრუქტურის საზოგადოებისათვის გაცნობას და ტრადიციული პროდუქტის, მათ შორის ადგილობრივი ნატურპროდუქტის - დამბალი ხაჭოს პოპულარიზაციას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რეგიონში არსებული მოქმედი და პერსპექტიული ტურისტული მარშრუტები, არსებული საოჯახო სასტუმრო სახლებისა და ნატურპროდუქტის დამამზადებელი ოჯახების ქსელი, ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტი და ტურისტული შეთავაზებები. მოხდება აღნიშნული პროდუქტის დეგუსტაცია, ეთნოგრაფიული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
ამ უნიკალური ნატურალური პროდუქტის წარმოება დღეისათვის რეგიონის ორ კუთხეში: ფშავში და ასევე ფშავლებით კომპაქტურად დასხლებულ თიანეთის რაიონში ხდება. ეს არის რძის გადამუშავებიდან მიღებული მეორადი, მაგრამ სრულფასოვანი პროდუქტი. მისი ბიოლოგიური კვლევით დადგენილია, რომ ის რიგ უამრავ ბიოაქტიურ ელემენტსა და ნივთიერებას შეიცავს, რაც მრავალმხრივად სასარგებლოა ადამიანისათვის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, გააჩნია უნიკალური საგემოვნო თვისებები და ამ მხრივ, არაფრით ჩამორჩება მსოფლიოში ცნობილ ფრანგულ და შვეიცარიულ ობიან ყველს.
"დამბალი ხაჭოს" გამოფენა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და აქვს შანსი გახდეს ტურისტული მარშრუტებისთვის დამახასიათებელი ის ძირითადი პროდუქტი, როგორიცაა ღვინო, ყველი და ჩურჩხელა.
ღონისძიებას მხარდამჭერას უწევს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია.