ნატო გელაშვილი ლექსების კრებულზე მუშაობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა და პოეტმა განუცხადა, კრებულის სახელწოდბა იქნება "ერთი ქალის ისტორია".
"წიგნის პრეზენტაცია ფილარმონიაში ჩემს კონცერტზე მოეწყო, თუმცა მხოლოდ საჩუქრად დავბეჭდეთ. ამჯერად, საზოგადოების მოთოვნიდან გამომდინარე, ახალი ტირაჟით ვბეჭავ, რომელიც წიგნების მაღაზიებში გაიყიდება", - განაცხადა გელაშვილმა.
კრებული "ერთი ქალის ისტორია" 2007 წელს გამოიცა.