სამხრეთ ჩინეთის სასამართლომ კორპორაცია Apple-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომელიც ადგილობრივ IT-კომპანიას - Proview Technology - iPad-ის უკანონო გამოყენებაში ედავებოდა.
ქალაქ შენჩჟენის სასამართლომ გამოარკვია, რომ Proview-ს სამარკო ნიშანი iPad ჯერ კიდევ 2000 წელს ქონდა დარეგისტრირებული.
iPad-ის ბრენდი, რომლითაც Apple 9,7-დიუმიან პლანშეტურ კომპიუტერს უშვებს, Proview-მა 2000-2004 წლებში დაიკანონა და მოიპოვა მისი გამოყენების უფლება ჩინეთში, მექსიკაში, სამხრეთ კოერეაში, სინგაპურში, ტაილანდში, ვიეტნამში, ინდონეზიაში და ასევე ევროკავშირის ქვეყნებში.
2006 წლიდან ტაივანდური Proview დათანხმდა Apple-სთვის iPod-ზე საერთაშორისო უფლება, დროებით 35 ათას ფუნტად მიეყიდა.
ამ ეტაპზე კი Apple-მა iPad-ზე უფლება ან უნდა გამოისყიდოს, ან მისი გამოშვება სხვა ბენდის ქვეშ განაგრძოს, წერს CNET.
იმავდროულად, Proview-მა Apple-გან საავტორო უფლებების დარღვევის გამო 1,6 მლრდ. დოლარის კომპენსაცია მოითხოვა.