დღეს, 9 დეკემბერს, 17:00 საათზე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ლიტერატურულ საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე - სახელოდებით "მშვიდობა ჩვენი უფლებაა" - მწერლებთან შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე მწერლები საკუთარი შემოქმედებიდან მშვიდობის თემაზე შექმნილ პროზაულ თუ პოეტურ ნაწარმოებებს წაიკითხავენ, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია.
საღამოზე მოწვეული მწერლებს შორის არიან გურამ ოდიშარია, რეზო გეთიაშვილი, შალვა ბაკურაძე, ირმა ტაველიძე, ირაკლი კაკაბაძე, პაატა შამუგია, ალეკო ცქიტიშვილი და თეა თოფურია.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან ფონდი "ეროვნული წვლილი დემოკრატიაში" და შვეიცარიის საელჩო საქართველოში.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე 10 დეკემბერს აღინიშნება.