კონსერვატიული პარტია სამოქალაქო საზოგადოებას ცესკო-ს წევრების კონკურსში ჩართულობისკენ მოუწოდებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, უნდა დასახელდეს რაც შეიძლება მეტი ალტერნატიული კანდიდატი, ხოლო 8 იანვრის შემდეგ დაიწყოს საჯარო კონსულტაციები მათგან ყველაზე უფრო კომპეტენტური და მიუკერძოებელი პირების შესარჩევად.
"2010 წლის 4 იანვრიდან 8 იანვრის ჩეთვლით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატი. კონკურსი საგანგებოდ გამოცხადებულია შემჭიდრეობულ ვადებში - სადღესასწაულო დღებეში, რათა საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ განახრციელონ რეალური მონიტორინგი. კონსერვატიული პარტია მოუწოდებს საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაასახელონ რაც შეიძლებ მეტი ალტერნატიული კანდიდატი, ხოლო 8 იანვრის შემდეგ დაიწყოს საჯარო კონსულტაციები მათგან ყველაზე უფრო კომპეტენტური და მიუკერძოებელი პირების შესარჩევად", _ განაცხადა კახა კუკავამ.