მთავრობაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. ჟურნალისტი, ნიკა ავალიანი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაპუნა დავითაიას მოადგილედ დაინიშნა.
პრემიერ მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებად ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და ვახტანგ მაკარიძე დაინიშნენ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ზარანდია დაინიშნა; გიორგი ჩახნაშვილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან განათლების მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს. განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ გიორგი ზედგენიძე დაინიშნა.