ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატი ალა ჯიოევა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილებას ვერ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უმაღლეს სასამართლოს" წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალა ჯიოევასთვის არჩევნებში მონაწილოებაზე უარის თქმის მიზეზად, მის მიერ მეორე ტურში "ჩადენილი დარღვევები" სახელდება.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უმაღლესმა სასამართლომ" ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კრემლის კანდიდტის ანატოლი ბიბილოვის სარჩელი დააკმაყოფილა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად აღიარა.