აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, ხვალ, 30 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო ,,პრიმავერაში'' (ქუჩიშვილის # 8) ჩატარდება კონფერენცია თემაზე -,,საქართველოს შავი ზღვისპირეთის აფხაზეთის სეგმენტის საგანგებო გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მისი გაჯანსაღების გზები შავი ზღვის აუზის სისტემის საერთო კონტექსტში'' .
კონფერენციის მიზანია საერთაშორისო საზოგადოებასა და მსოფლიოს გარემოს დაცვით ორგანიზაციებს აცნობონ აფხაზეთის შავი ზღვის ზონის დარღვეული მორფოდინამიკური წონასწორობის, იქ შექმნილი საგანგებო გეოეკოლოგიური მდგომარეობისა და მისი გაჯანსაღების გზების შესახებ.
კონფერენციას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის მეცნიერები და ექსპერტები დაესწრებიან.
სტუმრებს სპეციალური ბროშურები დაურიგდებათ, სადაც ასახულია ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა.