ე.წ. სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ 27 ნოემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად სცნო. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ პარტია "ედინსტვოსა" და კრემლის კანდიდატის ანატოლი ბიბილოვის სარჩელის განხილვის შედეგად მიიღო. ე.წ. სასამართლომ აღიარა, რომ არჩევნები გაყალბებულია.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრეთა აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.