ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტი" საგანგებო სხდომის ჩასატარებლად იკრიბება. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის საგანგებო სხდომა მოსკოვის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
"სამხრეთ ოსეთის პარლამენტის საგანგებო სხდომაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია განიხილება. ჯერ ჯერობით უცბობია, სულ არსებული 34 დეპუტატიდან თუ რამდენი მიიღებს ამ სხდომაში მონაწილეობას", _ აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტსი" პრესსამსახურის ხელმძღვანელი ინნა გაბარაევა.
შეგახსნებთ, რომ ამჟამად ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა თავის მომხრეებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობს და ე.წ. სასამართლოს განაწყვეტილებას ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები