ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის კანდიდატმა" ალა ჯიოევამ ოფიციალური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
ჯიოევამ ასევე მიუწოდა თავის მომხრეებს ცხინვალის ცენტრში მიტინგზე შეკრებილიყვნენ.
"ცესკომ არჩევნების შესახებ ოქმს ხელი უკვე მოაწერა. ოქმს ხელი კომისიის 15 წევრმა მოაწერა. ამით ჩემი გამარჯვება დადასტურდა. ჩემი გამარჯვება კი ხალხის გამარჯვებაა", _ განაცხადა ალა ჯიოევამ თავის ე.წ. საარჩევნო შტაბის წინ შეკრებილი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ალა ჯიოევას მომხრეების მიტინგს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. სამართალდამცავები ადევნებენ თვალს და ჯერ-ჯერობით არავითარ ღონისძიებებს არ მიმართავენ. მიტინგის მონაწილეები "ცესკოსგან" არჩევნების შესახებ ოქმის გამოქვეყნებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო წინასწარი მონაცემით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურში ალა ჯიოევამ მოწინააღმდე ანატოლი ბიბილოვს 16 % ით გაუსწრო.