"რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვამ გააცურა დიმიტრი მედვედევი, რომელიც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა", _ ეს განცხადება რუსულ მედიასთან საუბარში ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედმა ექსპერტმა ალან პარასტაევმა ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობის კომენტირებისას გააკეთა.
მისივე თქმით, კრემლი რაღაც ერთობა ახლა ნამდვილად არ არის და "ნამდვილი ბრძოლა ახლა მიდის არა ცხინვალში არამედ მედვედევის ადმინისტრაციაში: ბიბილოვის მხარდაჭერის ინიციატორს, როგორც ჩანს თავისი რეპუტაციის გადარჩენა უნდა".
პარასტაევის თქმით, ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბრძოლა მიუღებელი მეთოდით მიმდინარეობს - "მოსამართლე ბიჩენოვი, აბსოლუტურად უხეშად და მოსამართლისათვის აბსოლუტურად არაღირსეულად იქცევა და მისი ქცევა არ შეესაბამება იურისტისა და უმაღლესი მოსამართლის ქცევას".
"მან აშკარად მიანიშნა იმაზე, რომ დღეს არჩევნებთან დაკავშირებით განაჩენს გამოიტანს, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა უკვე განაცხადეს, რომ არჩევნებზე დარღვევები არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, უმაღლესმა სასამართლომ "ედინსტვოს" სარჩელი მაინც მიიღო და ახლა აპირებს განაჩენის გამოტანას იყო თუ არა ეს დარღვევები მდენად მნიშვნელოვანი, რომ არჩევნების შედეგები საერთოდ გაუქმდეს", _ აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, ასეთი მოქმედებებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ "დრო გაჭიმოს, იმისათვის რათა დაელოდოს თუ რა გადაწყვეტლებას მიიღებენ კრემლში და მათ ამა თუ იმ მოქმედებისათვის მწვანე შუქს მისცემენ", _ აცხადებს პარასტაევი.
"ეს დროის გაყვანაა. თუ ისინი არჩევნების შედეგების გაუქმებაზე წავლენ ეს რათქმაუნდა ცუდი იქნება. საზოგადოებაში განწყობა აბსოლუტურად ჯანსაღია და თუ გუშინ ადამიანები დაიშალნენ სახლებში, ჯიოევას მომხრებს მაინც ჰქონდათ სურვილი უსიამოვნებებში ჩაბმულიყვნენ დღეს კი შესაძლოა ეს ყველაფერი გასკდეს და არასასურველი შედეგები მოიტანოს. ხელისუფებასაც ეს სურს სწორედ - მათ არჩევნების შედეგების გაუქმება უნდათ", _ აცხადებს ალან პარასტაევი.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო წინასწარი მონაცემით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საპრეზოდენტო არჩევნების" მეორე ტურში ალა ჯიოევამ მოწინააღმდე ანატოლი ბიბილოვს 16 % ით გაუსწრო.