ალა ჯიოევას მომხრეები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ადამიანების შეკრება მას შემდგე მოხდა, რაც მათ თავად ჯიოევამ მოუწოდა გამოსულიყვნენ ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე და მშვიდობიანი მსვლელობა მოეწყოთ მანამ ვიდრე სასამართლო კრემლის კანდიდატის ანატოლი ბიიბლოვის მიერ შეტანილ სარჩელზე განაჩენს არ გამოიტანს. ანატოლი ბიბილოვი არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და ყოველივე ამას სასამართლოში აპროტესტებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ცხინვალში მყოფ საკუთარ კორესპოდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამჟამად ცხინვალის ქუჩებში დაახლოებით 1000 მდე ჯიოევას მომხრე გამოვიდა, ისინი ე.წ. ცესკოს შენომბამდე უკვე მივიდნენ, რომელიც ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს. მშვიდობიან მსვლელობას სათავეში თავად ალა ჯიოევა უდგას. შეკრებილები სკანდირებენ "ალა! გამარჯვება!". თავად ჯიოევა აცხადებს, რომ იგი ცენტრალურ მოედანზე თავის მომხრეებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ანატოლი ბიბილოვის სარჩელზე განაჩენი მოსკოვის დროით 13:00 უნდა გამოიტანოს. სასამართლოს სხდომა უკვე მიმდინარეობს.
ამას გარდა, რუსული მედია ასევე იუწყება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამორთულია ინტერნეტი და არ ფუნქცინირებს მობილური სატელეფონო კავშირი.