ე.წ. სამხრეთ ოსეთმა მოსკოვს სახიფათო დარტყმა მიაყენა - რუსეთის ფედერაცია დადუმდა - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული მედია სტატიას, რომელშიც ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზეა საუბარი.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო და კრემლი დუმან ალა ჯიოევასთან დაკავშირებით, რომელმაც მოსკოვის კანდიდატი დაამარცხა. სამხრეთ ოსეთის შესახებ ფედერალურმა მედიამაც დაივიწყა, ექსპერტები კი გაკვირვებულნი არიან - რუსეთი თავიდანვე ძალიან საეჭვოდ იქცეოდა", _ წერს რუსული მედია.
ე.წ. სამხრეთ ოსეთი სადაც 27 იანვარს ე.წ. საპრზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა მოლოდინის რეჟიმში იმყოფება. სამშაბათს ანუ დღეს ე.წ. რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ შესაძლოა არჩევნების შედეგები საერთოდ გააუქმოს. ე.წ. არჩევნების შედეგების მიხედვით კი ალა ჯიოევამ 4,5 ათასი ხმის უპირატესობით "კრემლის კანდიდატს" ანატოლი ბიბილოვს მოუგო.
"თუ ცესკოს მუშაობას ხელი არ შეეშალა არჩევნების საბოლოო შედეგი უკვე 5 დღის შემდეგ გამოცხადდება. ჯიოევა უკვე ახალი მთავრობის ფორმირებას იწყებს და ანატოლი ბიბილოვს მიუწოდებს აღიაროს დამარცხება", _ წერს "იზვესტია".
ადგილობრივი ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ე.წ. ჩინოვნიკმა გაზეთ "კომერსანტთან" საუბარში განაცხადა, რომ ალა ჯიოევას გამარჯვება ხელისუფლებას აშინებს, რომლის სათავეშიც ედუარდ კოკოითი დგას.
"ამას შესაძლოა რესპუბლიკაში მდგომარეობა გაართულოს. საქმე ჯიოევაში კი არა არის, უფრო იმ ადამიანებშია, რომლებიც მის უკან დგანან. ჯამბოლატ თედეევი ვერ იტანს ჩვენს პრეზიდენტს (ჯამბოლატ და იბრაჰიმ თედეევებმა 2001 წელს ედუარდ კოკოითი ხელისუფლების სათავეში მოიყვანეს, შემდეგ კი თავაი ისინი რესპუბლიკიდან გააძევეს. 2008 წელს იბრაჯიმ თედეევი ვლადიკავკაზში მოკლეს). და თუ ეს ადამიანი ხელისუფლებას მიიღებს, ჩვენ მოწმენი ვიქნებით კლანებს შორის არსებული ანგარიშსწორებისა. ჩვენ კი ეს არ გვჭირდება. ჩვენ სახლები უნდა ვაშენოთ და არა სისხლი ვღვაროთ", _ აცხადებს კოკოითის ე.წ. მთავრობის "მაღალჩინოსანი".
"იზვესტიის" ინფორმაციით, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში ჯამბოლატ თედეევი, სავარაუდოდ, ჯიოევას ახალ მთავრობაში შევა, თუკი მისი ჩამოყალიბება მაინც მოხერხდა.
"რაც შეეხება ანატოლი ბიბილოვს, იგი კარგა ხნის განმავლობაში არ ჩანდა, შემდეგ კი დღის მეორე ნახევარში ჟურნალისტების წინაშე გამოჩნდა და ძუნწად განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო უბანზე დარღვევებია დაფისირებული", _ წერს "კომერსანტი" და აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მომხდარი კრემლის დამარცხებაა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ანატოლი ბიბილოვს, ხომ თავად პრეზიდენტმა მედვედევმა დაუჭირა მხარი. მარცხი პატარა რესპუბლიკაში, რომელიც მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული საფრთხის შემცველის მოსკოვისათვის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ - ეს კრემლის მარცხის დემონსტრირებაა", _ წერს "კომერსანტი".
კიდევ უფრო მკაცრის თავის შეფასებებში "ნეზავისიმაია გაზეტა": "ცხადი ერთი რამ არის: მოსკოვის სცენარი რესპუბლიკაში, რომელიც ბევრი რამითაა დავალებული რუსეთისგან - არ გავიდა. სუპერსაზელმწიფოს პრეტენზიის მქონე ქვეყანამ ვერ შეძლო და მეორე მცდელობიდანაც პრეზიდენტის სავარძელი თავის რჩეულს ლეგიტიმურად ვერ დააკავებინა". გამოცემა ასევე იხსენებს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ანატოლი ბიბილოვისადმი გამოხატულ ღაი მხარდაჭერას, როდესაც მედვედევი მას, ერთი კვირის წინ ვლადიკავლაზში შეხვდა, ყველგვარი ზედმეტი რაღაცეების გარეშე ყველას მიახვედრა, რომ ეს ადამიანი ღირსია იმისა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელი იყოს.
"აღსანიშნავიამ რომ კრემლიც და საგარეო საქმეთა სამინისტროც არავითარ კომენტარს არ აკეთებენ თავიანთი კანდიდატის მოულოდნელ დამარცხებაზე", _ წერს "გაზეტა რუ და ანიშმავს, იმასაც, რომ რუსეთის ფედერალურმა არხებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნების მიმართ ინტერესი უკვე დაკარგეს და ამ ამბებს აღარც აშუქებენ.