ეუთოს ახალი მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს 2009 წლის პირველ კვარტალში ეწვევა. სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენის” ინფორმაციით, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანისი სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში ვიზიტს სწორედ ამ დროისთვის გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 1-ლი იანვრიდან საბერძნეთი ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პოსტს კი, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტი დორა ბაკოიანისი დაიკავებს.
მასალის გამოყენების პირობები