"შეთანხმებაში აფხაზეთს "სავაჭრო დერეფანი" ეწოდება და მასში ჩვენი სახელმწიფოს სახელწოდება იგნორირებულია", _ განაცხადა აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა და ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ სეპარატისტულ აფხაზეთში გამართულ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც ვმო-ს საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების განხილვას დაეთმო.
"ჩვენ გვაინტერესებს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული შეთანხმება თუ რა შედეგების მომტანი იქნება აფხაზეთისათვის და ასევე გვაინტერესებს ის, თუ ზეწოლის რა ბერკეტები აქვს ჩვენს ხელისუფლებას სიტუაციაზე გავლენის მოსახდენად. ამ შეთანხმებაში აფხაზეთს "სავაჭრო დერეფანი" ეწოდება და ამიტ იგნონირებულია ჩვენი სახელმწიფოს სახელწოდება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი ამ შეთანხმებაში არც სახელმწიფოდ და არც მხარედ არ არის მოხსენიებული, რომელიც მის შესრულებაში მონაწილეობს, მას არ ეკისრება არავითარი ვალდებულება ამ შეთანხმების შესრულებისა", _ აცხადებს რაულ ხაჯიმბა.
მისივე თქმით, სად არის გარანტია იმისა რომ ელექტრონული ჩიპები აკურატულად მივა დანიშნულების ადგილამდე. "ჩვენს ხელისუფლებას აქვს უფლება ეს მოთხოვნები ჩვენს ტერიტორიაზე არ შეასრულოს", _ განაცხადა ხაჯიმბამ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მრგვალ მაგიდაში რაულ ხაჯიმბას გარდა სხვა აფხაზი ექსტერებიც მონაწილეობდნენ და გაფორმებული შეთანხმების ირგვლივ საკუთარ აზრს გამოხატავდნენ. აფხაზური მედიის ინფორმაციით დისკუსიის დასრულების შემდეგ, მრგვალი მაგიდის წამყვანმა ვალერი კურასკუამ დამსწრე ექსპერტებს მიმართა წინადადებით ეპასუხათ ერთ კითხვაზე: "წარმოადგენს თუ არა რუსეთსა და საქართველოს შორის ვმო-ს საკითხზე გაფორმებული ხელშეკრულება საფრთხეს აფხაზური სახელმწიფოებრიობისათვის?". დამსრე 11 ექსპერტიდან ექვსმა ამ კითხვას დადებითად უპასუხა, ხუთმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
"უარყოფიფი პახუსი "არა" კი არც ერთ მათგანს არ გაუცია", _ იუწყება აფხაზური მხარე.