ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკოს" თავმჯდომარემ ბელა ფლიევამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის, ამ დროისათვის არსებული შედეგების მიხედვით, ამჟამად დამუშავებულია 74 საარჩევნო უბნის მონაცემი - სულ 85 საარჩევნო უბანია.
74 საარჩევნო უბნის მონაცემის მიხედვით, ალა ჯიოევას ხმა 14, 828 ამომრჩეველმა ანუ 56, 74 % მისცა, ანატოლი ბიბილოვს კი 10 462 ამომრჩეველმა ანუ 40 %. ორივეს წინააღმდეგ ხმა 299 ამომრჩეველმა მისცა.
ე.წ. უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის აჩამაზ ბიჩენოვის მიერ ამ დილით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც ცესკოს ე.წ. არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნება უმაღლეს სასამართლოში, დარღვევების შესახებ შესრული სარჩელის განხილავმდე ეკრძალება, ბელა ბლიევამ განაცხადა, რომ არავითარი სარჩელი ე.წ. ცესკოში არ შესულა და ბიჩენოვის განცხადების შესახებ მან ტელევიზიიდან შეიტყო.
შეგახსენებთ, რომ ამ დილით ე.წ. უმაღლესი სასამართლოს ხელმძღვანელმა აცამაზ ბიჩენოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი ოფიციალური შედეგების გამოცხადება ერთი დღით გადაიდო.
"არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადება, უმაღლეს სასამართლოში მმართველ პარტია "ედინსტვო"-დან შესული სარჩელის გამო გადაიდო. სარჩელში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი", _ განაცხადა ე.წ. უმაღლესი სასამართლოს ხელმძღვანელმა აცამაზ ბიჩენოვმა.
მისივე თქმით, სარჩელის განხილვას ერთი დღე დასჭირდება, მანამდე კი ე.წ. ცესკო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ვერ შეძლებს.