ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტუ ჩატარებულად აღიარეს. ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცესკოს ხელმძღვანელმა ბელა ფლიევამ გააკეთა. მისი თქმით, არჩევნები ჩატარებულად ითვლება იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 30 % ზე მეტი მივა.
"ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე უკვე ამომრჩეველთა 33 %-ია მისული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარია", _ აცხადებს ფლიევა და აღნიშნავს, რომ არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში "დარღვევევისა და ექსცესების გარეშე მიმდინარეობს".
შეგახსენებთ, რომ დღეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.
ე.წ. მეორე ტურში ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვი და განათლების ექს-მინისტრი ალა ჯიოევა მონაწილეობენ.