ოსი სეპარატისტები 27 ნოემბერს ახალგორსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვარს დაკეტავენ. სეპარატისტული ე.წ. ცესკოს თავმჯდომარე ბელა ფლიევა აცხადებს, რომ ყოველივე ამას სეპარატისტები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ე.წ. მეორე ტურის დროს უსაფრთხოების დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე აკეთებენ.
"საქართველოსთან საზღვარი ახალგორის რაიონში 27 ნოემბერს დაიკეტება. ყოველივე ეს უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე კეთდება. მაგრამ ყველა ამომრჩეველი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი აქვს და ასევე ისინი, რომლებიც ადრე საქართველოს იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდნენ და რომლებიც არჩევნების დღეს სამხრეთ ოსეთის შსს ორგანოებსა და უშიშროების სამსახურში 2ა ფორმას აიღებენ ასევე შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას", _ აცხადენს ფლიევა.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 27 იანვარს იმართება.