ქალაქ ლაგოდეხს და 14 სოფელს, სულ 6 862 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში" განუცხადეს, თოვლმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.
„ტექნიკური სამსახური აღდგენით სამუშაოებს დილიდან ატარებს და აბონენტებს ელექტროენერგია რამდენიმე საათში აღუდგებათ. პირველ რიგში ელექტროენერგიას სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს მივაწვდით. რაც შეეხება პანკისის ხეობის სოფლებს და დედოფლისწყაროში რამდენიმე უბანს, იქ ელექტროენერგიის მიწოდება გუშინვე აღდგა", - აღნიშნა „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ჟანა დიდებაშვილმა.