ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეტაგურის განცხადებით, ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებს 11 000 კუბური მეტრი შეშა დაურიგდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო საათზე გამოსვლისას, ხეთაგურმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ტყეკაფების 3 წლით გამოყოფა უკვე მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის იყო დასრულებული.
"ტყეკაფებამდე ჩვენ ჯამში 320 კილომეტრის გზის რებილიტაცია მოვახდინეთ და 120 კილომეტრი სიგრძის ახალი გზა გავიყვანეთ,~ -- აღნიშნა ალექსანდრე ხეთაგურმა. მისივე თქმით, ზუსტად იმდენი შეშა მოიჭრება, რამდენსაც რეალურად მოიხმარენ.