რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედევდევი მიიჩნევს, რომ ჩერკესკი-სოხუმის გზის მშენებლობა პერსპექტიული პროექტია. ამ გზამ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებთან უნდა შეაერთოს.
"სოხუმამდე გზის პროექტს არსებობის უფლება აქვს", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ აღნულ საკითხზე საუბარი უკვე რამდენიმე ხანია მიმდინარეობს.
"ამ პროექტს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით პერსპექტივები გააჩნია", _ აცხადებს მედვედევი თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ მისი რეალიზება შესაძლოა უახლოეს 2-3 წელიწადში მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ივლისში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ჩერკესკი-სოხუმი გზის მშენებლობისათვის მხარის დაჭერას აპირებს.
ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გზის სიგრძე 140 კილომეტრია, აფხაზეთის ტერიტორიაზე კი 132 კილომეტრი. ვარაუდობენ, რომ ტრასა ფასიანი იქნება. ამ გზით რუსეთის ფედერაციის რეგიონებიდან გასასვლელი პირდაპირ შავიზღვისპირეთში იხსნება.
მასალის გამოყენების პირობები