ანჯელინა ჯოლს აგენტის როლი შესთავაზეს. რეჟისორი რიდლი სკოტი ანჯელინა ჯოლის ბრიტანელი მწერლის ჰერტრუდ ბელის ბიოგრაფიის ეკრანიზაციაში გადაიღებს.
იმისათვის, რომ მსახიობი მთავარ როლზე დაეთანხმებინა, სკოტმა მომავალი ფილმისთვის სცენარის სპეციალურად ჯოლისთვის დაწერა მოითხოვა.
ფილმის სცენარზე ჯეფი კეინი იმუშავებს.
სურათი მწერალ ჰერტრუდა ბელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის დაზვერვის აგენტი იყო.
ამჟამად, რიდლი სკოტი მუშაობას ამთავრებს ფილმზე "პრომეთე", რომლის პრემიერა მომავალი წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.