კლინტ ისტვუდმა მსახიობ ემი ადამსს ფილმში მონაწილეობა შეთავაზა, რომელიც უძველესი ბეისბოლის რეკრუტერზე მოგვიხრობს.
"დაგრეხილი ბურთი" წლების განმავლობაში ეყარა ყუთში, მაგრამ როგორც ჩანს სინათლეზე გამოიტანეს.
კლინტ ისტვუდმა ბეისბოლის უძველესი რეკრუტერის როლი უნდა ითამაშოს, რომელიც ქალიშვილთან ერთად, ხანგრძლივი მივლინებით მიემგზავრება. მსახიობი ქალიშვილის როლზე დიდხანს ვერ შეარჩიეს, სთავაზობდნენ სანდრა ბულოკს, შემდეგ კი როლი ემი ადამსს შეთავაზეს.
ფილმს, რომელიც 2013 წელს უნდა გამოვიდეს, ისტვუდის დიდი ხნის ბიზნესპარტნიორი გადაიღებს.