პოეტი ნინო ქუთათელაძე 60 წლის იუბილეზე ლექსების კრებულს გამოსცემს. ამის შესახებ პოეტმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ლექსების კრებული ზაფხულში გამოვა.
"ლექსების კრებულს ვადგენ და ვგემავ ზაფხულში მრგვალი თარიღის აღსანიშნად გამოვცე. კრებულში ძველი და ახალი ლექსები შევა", - აღნიშნა ქუთათელაძემ.
ქუთათელაძე ყველა კრებულის გაფორმებაზე თავად მუშაობს. ამჯერად, როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, სხვადასხვა ვერსია აქვს.
"მეგობრები გადამერივნენ, როცა ვუთხარი მთლიანად შავი ყდა უნდა გავაკეთო-მეთქი. შავი ნატურალური ფერი მგონია. როგორც თეთრი, ორი რამეა - დღე და ღამე. კრებულს სახელი უკვე შევურჩიე, ძალიან მარტივად "ლექსები და პოემები" დავარქვი", - განაცხადა ქუთათელაძემ.
საღამოს ორგანიზებაზე ქუთათელაძე თავად ზრუნავს და იმედოვნებს, რომ ზაფხულისთვის წიგნი მზად იქნება.