თელავის თეატრში დუტა სხირტლაძემ და მისმა მეგობრებმა სახელწოდებით - „ღამურებმა" კონცერტი გამართეს. როკი, ჯაზი და ბლუზი ეს ის მუსიკალური ნომრების მიმართულებებია, რომელსაც 20 წლის წინ დუტა სხირტლაძე მეგობრებთან ერთად ასრულებდა.
მსახიობმა და ტელეწამყვანმა წლების შემდეგ, მეგობრებთან ერთა ძველი ჰიტები გაიხსენა. აღსანიშნავია, რომ თელაველმა მაყურებელმა 13 წლის ასაკში დაწერილი სიმღერებიც მოისმინა.
„ღამურებმა" კონცერტზე სიმღერები ახალგაზრდა მომღერლებთან ერთადაც შეასრულეს. როგორც დუტა სხირტლაძე აღნიშნავს კონცერტი ნოსტალგიას ეძღვნებოდა.