ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი კომპანია Apple-ის დამფუძნებლის სტივ ჯობსზე ბიოგრაფიული ფილმის როლზე ქასთინგს გაივლის.
კომპანია Apple დამფუძნებელი სტივ ჯობსი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2011 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. ჯერ კიდევ ჯობსის სიცოცხლეში, ჟურნალ Time-ს ყოფილი რედაქტორი უოლტერ აიზეკსონი მუშაობდა უმსხვილესი კომპანიის დამფუძნებლის ბიოგრაფიულ წიგნზე.
ამერიკაში ჯობსის ბიოგრაფია უკვე ბეტსელერად იქცა, ახლა კი წიგნი ჰოლივუდის პროდიუსერების მხედველობის არეში მოხვდა.
ჯორჯ კლუნის მთავარი კონკურენტი ჯობსის როლზე მსახიობი ჰოა უაილი იქნება სერიალიდან "სასწრაფო დახმარება". ამასთან, ამ უკანასკნელს გარკვეული უპირატესობა აქვს -1999 წელს მსახიობმა უკვე შეასრულა ჯობსის როლი ერთერთ სატელევიზიო პროექტში. მაშინ მის ნამუშევარს თავად სტივ ჯობსმა მაღალი შეფასება მისცა.