შაქარზე მაღალი ფასი 2012 წლის სექტემბრამდე შენარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს რიგ რეგიონებში კარგ მოსავალს ელიან, შაქრის ბაზარზე, მაღალი შენარჩუნებას ბრაზილიაში არსებული მოუსავლიანობა განაპირობებს, სადაც მისი წარმოება 3,3 მლნ. ტონით შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალია, ინდოეთი და ტაილანდი ექსპორტს გაზრდის, აღნიშნული პროცედურა ბაზრის დაბალანსებას მაინც ვერ შეძკლებს. სხვაობა მიწოდებასა და მოთხოვნას შორის 37 %-ი იქნება.
2012 წლის სექტემბრიდან კი როდესაც ბრაზილია დაიბრუნებს საკუთარ პოზიციებს, შაქრის ფასი კლებისკენ წავა. იმავდროულად, არსებობს ექსპერტების მოსაზრება, რომ შესაძლოა ინდოეთმა საკუთარი ბაზრზე მოთხოვნილების ზრდის გამო ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამციროს, რაც მსოფლიოში შაქარის ბაზარზე დისბალანსს შექმნის.