დღეს, 21 ნოემბერს, სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურა. შეხვედრაზე განსახილველი საკითხები ჯერ უცნობია.
„შეხვედრის მოახლოებასთან ერთად განისაზღვრება საკითხების ჩამონათვალი", - აღნიშნა უტიაშვილმა და აღნიშნა, რომ ჯერაც დამატებით არაფერია ცნობილი სოფელ ოძისიდან გატაცებული ადამიანების შესახებ.
როგორია დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ან როდის გაათავისუფლებენ მათ, ამის შესახებ ინფორმაცია არც დაკავებულების ახლობლებს აქვთ.
შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს, სოფელ ოძისიდან ორი ადგილობრივი, გიორგი გურგენიშვილი და პაატა ჯავახიშვილი გაიტაცეს. ისინი ტყეში შეშის მოსაჭრელად იყვნენ წასულები. დაკავებულები საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის იზოლატორში არიან მოთავსებულები.