მსახიობ გურანდა გაბუნიას განცხადებით, დღეს ის და ოთარ მეღვინეთუხუცესი არც ერთ კინოფილმში და სპექტაკლში არ არიან დაკავებული.
"უბრალო მიზეზის გამო - დღეს შოუ სჭირდებათ. არ უნდათ კინო, თეატრი. ხელოვნება არ სჭირდებათ. სერიოზული თეატრი და სერიოზული მუშაობა არავის უნდა. შეხედეთ რა უქნეს რობიკოს. ნახვამდის, რობიკო, მთელი ეპოქა წავიდა მასთან ერთად. სამხატვრო საბჭო ცუდი არ არის, მაგრამ მითხრან, რომელი რეჟისორია იქ. მარტო მსახიობებმა შეიძლება რამე გააკეთონ?! მე არ ვიცი", - განაცხადა გაბუნიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
ცნობისთვის, სამხატვრო საბჭოში შედიან თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა, მთავარი მხატვარი მირიან შველიძე, მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, მსახიობები კახი კავსაძე, ჟანრი ლოლაშვილი, მარინა ჯანაშია, თათული დოლიძე, ზაზა პაპუაშვილი და ნინო კასრაძე.