სატელევიზიო ტელესერიალ " Mad Men"-ის შემქმნელი მეთიუ უენერი პროექტის დასრულებას აპირებს. უენერის თქმით, ზუსტად არ იცის, როგორ დასრულდება სერიალი.
მას სურს, ფინალური სერიების მოვლენები 2011 წელს ვითარდებოდეს. ამ შემთხვევაში, სერიალის მთავარი გმირი დონ დრეიპერი მაყურებლების წინაშე როგორც 84 წლის მოხუცი ისე წარდგება.
სერიალის სიუჟეტი 1960-იან წლებში ვითარდება. დონ დრეიპერი (რომელსაც ჯონ ჰემი ასახიერებს) სტერლინგ-კუპერის სარეკლამო სააგენტოს მთავარი მენეჯერია.
საპილოტე სერიალი მაყურებელს 2007 წელის ივლისში წარუდგინეს. დღეისათვის ეთერში ნაჩვენებია ოთხი სეზონი, სულ 52 ეპიზოდი. ბოლო ეპიზოდი ეთერში 2010 წლის ოქტომბერში გავიდა. სავარაუდოდ, მეხუთე სეზონი ეთერში 2012 წელს გავა.
ამ ხნის განმავლობაში პროექტმა ოთხჯერ მიიღო EMMY-ის პრესტიჟული ჯილდო, ნომინაციაში "საუკეთესო დრამატული სერიალი".