რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საბაჟო საკითხებში აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების რატიფიცირების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული კანონები რუსეთის დუმამ 2 ნოემბერს მიიღო, ფედერაციის საბჭომ კი 9 ნოემბერს მოიწონა.
"ხელშეკრულებები საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ არის მიმართული. მათ ასევე უნდა შეამსუბუქონ სამოქალაქო და სატვირთო მიმოსვლა სახელმწიფოებს შორის და საზღვარი ტვირთების გადატანის რეჟიმი უნდა დაარეგულირონ", _ იუწყება კრემლი პრესსამსახური.