ხვალ, 21 ნოემბერს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში გიგო გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. საღამოზე პროექტის "ქართული მხატვრობა" მეორე წიგნის "გიგო გაბაშვილის" პრეზენტაციაც გაიმართება.
გალერეაში მხატვრის ტილოები გამოიფინება, რომელთაგან უმეტესობა კერძო კოლექციებშია დაცული.
პროექტი "ქართული მხატვრობა" ხორციელდება ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ, თიბისი ბანკსა და ჟურნალ "ტაბულასთან" ერთად.
როგორც "ჯი-იჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, პროექტის ფარგლებში ყოველთვიურად მოხდება ცნობილი ქართველი მხატვრების ალბომების გამოცემა.
თიბისი გალერეაში გამოფენა 6 დღეს გაგრძელდება.
ღონისძიება გიორგი (გიგო) ივანეს ძე გაბაშვილის დაბადების დღეს 21 ნოემბერს ეწყობა. ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი, ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი 1862 წელს დაიბადა.