2010 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა რეადმისიის ხელშეკრულება უკრაინასა ევროკავშირს შორის.
ხელშეკრულება, რომელიც 2007 წლის 18 ივნისს გაფორმდა, განსაზღვრავს იდენტიფიკაციის სწრაფ და ეფექტურ პროცედურებს, ასევე ევროკავშირისა და უკრაინის მოქალაქეების ყოფნას მხარეების ტერიტორიებზე.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს მოქალაქეთა სატრანზიტო გადაყვანას. ხელშეკრულება მიმართულია ევროინტეგრაციის პროცესების ხელშესაწყობად, მიგრაციის კონტროლის, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობისაკენ არალეგალური მიგრაციის საკითხებში.