დღეს,19 ნოემბერს, 12:30 საათზე, თიბისი ბანკისა და "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის" ინიციატივით, თიბისი გალერეაში ბავშვთა ფოტოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. "მე ვეხმარები ჩემს თანატოლებს" - ასე ჰქვია ფოტოექსპოზიციას, რომელიც ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს, 19 ნოემბერს ეძღვნება.
ამ თარიღთან დაკავშირებით შემეცნებითი სასწავლებელის "IQ"-ს მოსწავლეებმა თავად გადაიღეს ფოტოები, რომლებიც თიბისი გალერეაში გაიყიდება და ამით დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, წვლილი შეიტანოს ბავშვთა კეთილდღეობის საქმეში.