ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ალექსანდრე ბანძელაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, სადაც მხატვრის აქამდე უცნობი "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები და 14 ფერწერული ტილო გამოიფინება.
ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის მხატვრობას არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობდნენ. ის დიდუბის ეკლესიის მხატვრობის ავტორია.
გამოფენა ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. დამთვალიერებელს მხატვრის ფერწერული ტილოს ადგილზე შეძენა შეეძლება.