ოსი სეპარატისტები ჟენევის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ მე-18 რაუნდზე, რომელიც 14 დეკემბერს უნდა გაიმართოს საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხს დააყენებენ. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა დღეს ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას გააკეთა.
თანათავმჯდომარეები - ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო) და გენდრიუს ჩეკუოპოლისი (ეუთო) ცხინვალში დღეს ჩავიდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის ეუთოს წარმომადგენელი პოდრიგ მერფი, რომელიც უახლოეს მომავალში გენდრიუს ჩეკუოპოლისს შეცვლის.
შეხვედრაზე ჩოჩიევმა მერფის განუცხადა, რომ ეუთოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ ენდობიან.
"ეუთოს სააკაშვილის რეჟიმთან ერთობლიობაში განვიხილავთ. მისიის თანამშრომლებს რომ თავიანთი მანდატი შეესრულებინათ, შესაძლებელი იქნებოდა აგვისტოს აგრესიის თავიდან აცილება. ამიტომაც თქვენ დიდი ძალისხმევა დაჯჭირდებათ - დაარწმუნოთ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, რომ ეუთო ის ორგანიზაცია არ არის, რომელიც 2008 წლის აგვისტომდე იყო", _ განუცხადა ჩოჩიევმა მერფის.
ჩოჩიევმა ხაზგამით აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია მომავალშიც აპირებს საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნას.